პროექტის მთავარი იდეა: ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე
პროექტის აქტუალობა:იგი მორგებულია ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეზე.მუშაობის პროცესში მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ და იზრუნებენ სასმელი წყლის სისუფთავეზე.
პროექტის მიზანი:პროექტით სწავლის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა სააზროვნო უნარები(ინფორმაციის მოძიება,დაკვირვება,ინტერვიუ),
სოციალური და თანამშრომლობითი უნარები,ანალიზისა და ცოდნის ტრანსფერის
უნარები,პრეზენტაციის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი:--14 წელი მე-9 კლასი
ვადები: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას
მოსწავლეთა ჯგუფი ერთად აკეთებს სლაიდებს pover point-ში
მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ
სკოლაში
მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს და დაარიგებენ სკოლაში
პროექტისთვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ფორმატის ქაღალდები,
მარკერები,ელექტრონული სლაიდები,ცხრილები
პროექტის მსვლელიბა: მე-8 კლასში გარკვეული თემების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი,რომელიც შეიძლებოდა წარმოედგინათ სასწავლო პროექტის სახით.
1. წყლის როლი სასიცოცხლო პროცესებში.
2.წვა და ჟანგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში,წვის და ჟანგვის დადებითი და უარყოფითი
შედეგები
3.ჟანგბადი--სიცოცხლის ელემენტი
მოსწავლეები თვითონ ირჩევენ თემას და გეგმავენ პროექტს.
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად
აქტივობა N1 პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წყლის მნიშვნელობასა და
დანიშნულებაზე.რა როლი აქვს წყალს ადამიანის სასიცოცხლო პროცესებში და
ყოფა-ცხოვრებაში..
აქტივობა N2 მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მდინარე ყვირილისა და მიწისქვეშა წყლებზე, მათ დაბინძურებასა და გამომწვევ მიზეზებზე.რა ზიანი მოაქვს ქალაქის მოსახლეობისათვის.
აქტივობაN3 მესამე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ქალაქში არსებული სასმელი წყლების სისუფთავეზე და მათი მიღების გზებზე. ეცნობიან წყალმომარაგების განყოფილებაში ქიმიურ ლაბორატორიას და ინტერვიუს იღებენ ლაბორატორიის
ქიმიკოსიდან.
აქტივობაN4 თითოეული ჯგუფის ლიდერი ახდენს პრეზენტაციას, მსჯელობენ და
გამოაქვთ დასკვნა, როგორ აიცილონ თავიდან წყლის დაბინძურება. საუბრობენ მოსწავლე ახალგაზრდობის როლზე ამ საკითხთან მიმართებაში. გამოუშვებენ
კედლის გაზეთს,რომელიც გაიკვრება სკოლაში.დაამზადებენ ბუკლეტებს და
დაარიგებენ სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობაში.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფის ესგ–თან კავშირი
ბიოლოგია IX. .8. მოსწაავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი
ცხოვრების წესი.
კვლ.IX. 3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალებების გამოყენებით.
კვლ.IX 4 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შეფასება: ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასება: ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა